» ქალური საიდუმლო – ათი რამ, რაც მამაკაცს არ უნდა უთხრა

ქალური საიდუმლო – ათი რამ, რაც მამაკაცს არ უნდა უთხრა


ქალური საიდუმლო – ათი რამ, რაც მამაკაცს არ უნდა უთხრა
loading...

ნდობა კარგი რამაა, მაგრამ ჯერ კიდევ ჩვენი ბებიები ამბობდნენ, რომ ქალი მამაკაცისათვის იდუმალი და ამოუცნობი უნდა იყოს. რა არ უნდა უთხრათ თქვენს მეორე ნახევარს? ან რატომ არ უნდა უთხრათ, თუ ამის თქმა ძალიან გინდათ? გთავაზობთ ყველაზე გავრცელებულ თემებს, რომლის განხილვაც თქვენს ურთიერთობაზე უარყოფით გავლენას მოახდენს:

შენი ძველი შეყვარებული

არავის მოეწონება, პირველივე შეხვედრზე გოგონა ძველი შეყვარებულის ფოტოს რომ ამოიღებს და ცრემლებად დაიღვრება. საჭირო დროს წარსულს კარი უნდა დაუკეტოთ. ვინც წავიდა – გაქრა.

მისი ძველი შეყვარებული

თუ არ გსურთ, რომ თქვენს Love-story-ში ვიღაც მესამეც არსებობდეს, ჯობია არ იცოდე შენამდე რა ხდებოდა. თუმცა, თუ თქვენი მეორე ნახევარი ხშირად იხსენებს „ყოფილს“ ცუდი სიტყვებით, ძალიანაც ნუ გაგიხარდება. სავსებით შესაძლოა, ოდესმე თავად აღმოჩნდე მის ადგილზე. ძლიერი მამაკაცი ქალს შეურაცხყოფას არასდროს მიაყენებს. თუ „ძველზე“ მოგონებები ყოველდღე აწუხებს, დაფიქრება გმართებს, ნამდვილად დაივიწყა?..

დაქალების საიდუმლოებები

საიდუმლოს არსი იმაში მდგომარეობს, რომ არავის უნდა უთხრა, შეყვარებულსაც კი, რომელთანაც ყველაფრის თქმა „მოსულა“. დაფიქრდი, გინდა, რომ დაქალმა შენი საიდუმლოებები ვინმესთან განიხილოს? შეყვარებულიც დაფიქრდება, ღირს კი შენი ნდობა?

ის, რომ მისი ნათესავები არ მოგწონს

გახსოვდეს, მისი ნათესავები ხელშეუხებელნი არიან! როგორც არ უნდა გაღიზიანებდეს მისი უმცროსი ძმა, ხმა არ ამოიღო ამაზე. რა თქმა უნდა, უკეთესია კარგი ურთიერთობა დაამყარო მის ყველა ახლობელთან, მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, ნეიტრალური პოზიცია დაიკავე. სავსებით შესაძლებელია, მისი ნათესავების მხარდაჭერა დაგჭირდეს შენთვის საჭირო დროს. თუ ურთიერთობა არ გამოგდის, თავი აარიდე მათთან შეხვედრებს. არც შენ გესიამოვნება ვინმე შენს ნათესავს რომ ლანძღავდეს.

არ განსაჯოთ მისი მეგობრები

ნათესავებს არ ირჩევენ, მაგრამ მეგობრებს ჩვენ თავად ვპოულობთ. შეიძლება ვიღაც გიორგის, ვისაც დასანახადაც ვერ იტან, აქვს რაღაც ისეთი, რაც შენს შეყვარებულს მოსწონს. წინააღდმეგ შემთხევვაში, ვერ იმეგობრებდნენ.

ის, რაც არ შეგიძლია

არქიტექტურული პროექტის დახაზვა თუ არ შეგიძლია, ეგ დიდი არაფერია, მაგრამ ელემენტარულსაც თუ ვერ ართმევ თავს და კვერცხს ვერ წვავ, ჯობია გაჩუმდე და საიდუმლოდ შეინახო. ან უფრო უკეთესი – ისწავლე კვერცხის შეწვა.

ის, რისი გაკეთებაც შეგიძლია

ყველამ კარაგად იცის, რომ ტრადიციულ ოჯახში მოვალეობები სქესის მიხედვითა გადანაწილებული. თუ მომავალში „ბოიფრენდზე“ გათხოვებას აპირებ, ჯობია არ უთხრა, რომ მასზე კარგად ერკვევი ელექტროობაში. ქალის სიძლიერე მისი სისუსტეცაა. ამიტომ, მიეცი კაცს უფლება, თავად იყოს ძლიერი…

სერიალები და საპნის ოპერები

წარმოიდგინე, რომ ყოველ საღამოს შენი მეორე ნახევარი გიყვება როგორ ითამაშა ამა თუ იმ გუნდმა, ან როგორ დამთავრდა ფეხბურთის მატჩი. გაინტერესებს? არც მას აინტერესებს ვინ რაზე იტირა სერიალში და ვინ ვისი დედა გამოდგა. ყველა ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი ჰობი.

მოდის სიახლეები

კიდევ ერთი თემა, რომელზე საუბარიც არ ღირს. ბიჭები მოდაში არც თუ ისე კარგად ერკვევიან. ვერ იგებს რითი განსხვავდება Mango Mexx-საგან და რატომაა უკეთესი საყიდლებზე წასვლა ახალი წლის მერე და არა ახალი კოლექციის მიღების დროს. ისევე, როგორც ყველა მამაკაცს, არ ესმის რა საჭიროა ათობით ფეხსაცმელი?

მისი წარუმატებლობა

თუ შენს მეორე ნახევარს რაღაც არ გამოსდის, თანაუგრძნე. მაგრამ მხოლოდ წარუმატებლობის დროს. როდესაც ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდება და მოგვარდება, ძველი დაბრკოლებები აღარ შეახსენო. თუ გსურს, რომ შენს გვერდზე საკუთარ თავში დარწმუნებული მამაკაცი იყოს, მის წარუმატებლობებზე ხმა არ ამოიღო. ეს აკრძალული თემაა.скачать dle 10.5фильмы бесплатно

loading...



  • კომენტარების რაოდენობა: 0
  • ნახვადობა: 2268

სიახლის სანახავად დააჭირეთ Like