» ბავშვი, რომელმაც 2 საათზე ნაკლები იცოცხლა, ბრიტანეთის გმირი გახდა (ვიდეო + ფოტო)

ბავშვი, რომელმაც 2 საათზე ნაკლები იცოცხლა, ბრიტანეთის გმირი გახდა (ვიდეო + ფოტო)


ბავშვი, რომელმაც 2 საათზე ნაკლები იცოცხლა, ბრიტანეთის გმირი გახდა (ვიდეო + ფოტო)
loading...

ახალშობილი, რომელმაც 2 საათზე ნაკლები იცოცხლა, ბრიტანეთის ყველაზე ახალგაზრდა დონორი-გმირი გახდა.

უელსის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ახალშობილი ტედის თირკმლის გადანერგვის ოპერაცია, მისი გარდაცვალებიდან 3 წუთში ჩატარდა და ამით ყველაზე
“ის დაიბადა და დაიღუპა როგორც გმირი”- წლის ყველაზე მცირეწლოვანი დონორი
ახალგაზრდა დონორი გახდა.

როგორც აღმოჩნდა, ტედის დედამ შვილის ავადმყოფობის შესახებ მაშინ შეიტყო, როდესაც ის ტყუპებზე 12 კვირის ფეხმძიმე იყო.

ექიმების თქმით, ნაყოფს იშვიათი სახის ანომალია – ენცეფალია ჰქონდა, რომელიც ქალისა და ტვინის განვითარებას უშლიდა ხელს და დედას ორსულობის შეწყვეტა შესთავაზეს, რადგან მსგავსი სინდრომის შემთხვევაში ნაყოფი საშვილოსნოში იღუპება, ან რამდენიმე წუთი ან საათი ცოცხლობს.

ბავშვის დედის თქმით, მან და მისმა მეუღლემ ექიმების შემოთავაზებაზე კატეგორიული უარი თქვეს.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, ერთი საათი ან თუნდაც 10 წუთი, რომ შეგვძლებოდა ახალშობილთან ყოფნა, ეს ყველაზე ძვირფასი რამ იქნებოდა ჩვენს ცხოვრებაში“ – განაცხადა დედამ.

მისივე თქმით, ორსულობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე მათ გადაწყვიტეს, რომ ბავშვის ორგანოებს დონორობისთვის გასცემდნენ.

„ჩვენ ვამაყობთ ტედით. მან იცხოვრა და გარდაიცვალა როგორც გმირი. შეუძლებელია იმის აღწერა, როგორ ამაყები ვართ მისით“ – განაცხადა ბავშვის მამამ.

ბავშვი, რომელმაც 2 საათზე ნაკლები იცოცხლა, ბრიტანეთის გმირი გახდა (ვიდეო + ფოტო)

ბავშვი, რომელმაც 2 საათზე ნაკლები იცოცხლა, ბრიტანეთის გმირი გახდა (ვიდეო + ფოტო)скачать dle 10.5фильмы бесплатно

loading...



  • კომენტარების რაოდენობა: 0
  • ნახვადობა: 3280

სიახლის სანახავად დააჭირეთ Like