» როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ქალიშვილი გოგონა – საჭირო ინფორმაცია ქართველი მამაკაცებისთვის

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ქალიშვილი გოგონა – საჭირო ინფორმაცია ქართველი მამაკაცებისთვის


როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ქალიშვილი გოგონა – საჭირო ინფორმაცია ქართველი მამაკაცებისთვის
loading...

საქალწულე აპკი წარმოადგენს გარსს, მემბრანას, რომელიც ნაწილობრივ ან სრულად ფარავს საშოს შესავალს (საშოს კარიბჭეს).
საქალწულე აპკი გოგონას აქვს დაბადებისთანავე(არა ყველას).
დაბადებისას საქალწულე აპკი უფრო სქელია, ვიდრე შემდგომში გარდატეხის (სქესობრივი მომწიფების პერიოდისთვის აპკი ძალიან თხელდება).
საქალწულე აპკის რგოლი (ხვრელი) ყოველ წელს თითქმის 1 მილიმეტრით ფართოვდება ახალშობილობიდან მოყოლებული.
ქალების ნახევარსაც კი (43 %) არ მოსდის სისხლი პირველი სექსის დროს. ან სისხლდენა იმდენად სუსტია, რომ შეუმჩნეველია.
ყველა საქალწულე აპკს ერთანაირი ფორმა, ზომა და შესავალი არ აქვს. საქალწულე აპკები განსხვავებულია ერთმანეთისგან.
ქალს შეიძლება დაბადებიდანვე არ ჰქონდეს საქალწულე აპკი.
საქალწულე აპკი შეიძლებ ბოლომდე ფარავდეს საშოს შესავალს და საშოდან მენსტრუაციული სისხლის გამოსვლის ადგილიც კი არ იყოს დარჩენილი. ამ შემთხვევაში საჭიროა სამედიცინო ჩარევა.
ძუძუმწოვრებს: ცხენს, შიმპანზეს, სპილოს და სხვა. ასევე გააჩნიათ საქალწულე აპკი. რაც მის ზებუნებრივ წარმომავლობას უარჰყოფს.
არსებობს ჰიმენოპლასტიკა, რომელიც საქალწულე აპკის აღდგენის ქირურგიულ ოპერაციას წარმოადგენს.
არსებობს ხელოვნური საქალწულე აპკის შექმნის პრაქტიკა, რომელიც წარმოადგენს არა აღდგენილ საქალწულე აპკს, არამედ ხელოვნურად შექმნილ საქალწულე აპკის პროთეზს, რომლელიც შესახედაობით ტოვებს ინტაქტური საქალწულე აპკის შესახედაობას, მისი დარღვევა იწვევს წითლად შეღებილი სითხის დინებას.
ტკივილი, რომელიც ასოცირებულია პირველ სექსთან, მცირედ არის დამოკიდებული საქალწულე აპკის დარღვევასთან, ტკივილის დიდი წილი გამოწვეულია არა აპკის დარღვევის გამო, არამედ საშოს კუნთების შეკუმშვის და ლორწოვანი გარსის შეუჩვევლობის, პირველი კოიტუსის გამო. სწორედ ამიტომ, პირველი სექსის შემდგომ რამოდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში სექსი შეიძლება იყოს მტკივნეული.
სისხლი პირველი სექსის დროს ზოგჯერ საქალწულე აპკის დარღვევით არ არის გამოწვეული, არამედ მრავალი ფაქტორია მნიშვნელოვანი: გამოუცდელობა, საშოს ქსოვილების შეუჩვევლობა, ლუბრიკანტის ნაკლებობა, უხეში სექსი და ა.შ. ასე, რომ სისხლი სექსის შემდგომ შესაძლებელია გამოწვეული იყოს საშოს ტრავმით და არა საქალწულე აპკის დარღვევით.
დაახლოებით 200 გოგონაში ერთი იბადება სრული საქალწულე აპკით (საშოს შესავალს სრულად ავსებს აპკი).
საქალწულე აპკის მთლიანობის შემოწმებით შეუძლებელია ზუსტი პასუხის გაცემა კითხვაზე ქალიშვილია თუ არა გოგონა. გოგონა შეიძლება იყოს ქალიშვილი და არ ჰქონდეს საქალწულე აპკი, ან დარღვეული ჰქონდეს ის. მაგ. დაბადებიდან არ ჰქონდეს, ვარჯიშების შედეგად ჰქონდეს დარღვეული, მასტურბაციის შედეგად, ტამპონების გამოყენებით სამედიცინო ჩარევით, სარკის ჩადგმის შედეგად, ნაცხის აღების შედეგად, ტრავმის შედეგად იყოს დარღვეული. ხოლო შეიძლება ქალი არ იყოს ქალიშვილი და მას საქალწულე აპკი მთლიანი ჰქონდეს: მაგ. ჰიმენოპლასტიკის შედეგად, ხელოვნური საქალწულე აპკი, აპკი იყოს სქელი და ელასტიური და არ დაირღვევა სქესობრივი კავშირების დროს, ან აპკი შეიძლება იყოს გაფართოებული სათანადოდ, რომ დარღვევის გარეშე შესაძლებელი იყოს კოიტუსი.
საქალწულე აპკს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფორმები : მრგვალი (ირგვლივი), ძგიდოვანი, გისოსისებური (ფენესტრირებული), სრული (როცა საშოს შესავალს სრულად ფარავს).скачать dle 10.5фильмы бесплатно

loading...



  • კომენტარების რაოდენობა: 0
  • ნახვადობა: 49592

სიახლის სანახავად დააჭირეთ Like