» სექსი ინდოეთში - სიყვარულის და გარყვნილების სალოცავების ისტორია (+ფოტო)

სექსი ინდოეთში - სიყვარულის და გარყვნილების სალოცავების ისტორია (+ფოტო)


სექსი ინდოეთში - სიყვარულის და გარყვნილების სალოცავების ისტორია (+ფოტო)
loading...

ამჟამად ინდოეთი,სექსუალური კუთხით, საკმაოდ კონსერვატიული ქვეყანაა. 2013 წელს აქ სახელმწიფომ ჰომოსექსუალიზმი სისხლის სამართლის დანაშაულად ცნო, ხოლო ორი წლის შემდეგ სახელმწიფომ ომი გამოუცხადა პორნოსაიტებს. საქმე იმაშია, რომ პურიტანული შეხედულებები აქ მოგვიანებით, მუსულმანი მმართველების, ბრიტანელი კოლონიზატორების და ბრამინების კასტის წყალობით გაჩნდა.

სექსი ინდოეთში - სიყვარულის და გარყვნილების სალოცავების ისტორია (+ფოტო)

XIII საუკუნემდე ინდოეთი სექსუალურად ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა იყო. ვინც არ იცით გეტყვით, რომ სწორედ აქ, ჩვენ წელთაღრიცხვამდე IV - II საუკუნეებში "კამასუტრა" დაიწერა.

სექსი ინდოეთში - სიყვარულის და გარყვნილების სალოცავების ისტორია (+ფოტო)

მიუხედავად იმისა, რომ ამის შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ინდუსების თამამ სქესობრივ ცხოვრებაზე მოგონებები ისტორიას დღემდე შემორჩა.განსაკუთრებით შთამბეჭდავია სოფელ ხაჯურაჰოს მახლობლად არსებული სალოცავების კომპლექსი, რომელზეც "კამასუტრას" პოზები არის გამოსახული.

სექსი ინდოეთში - სიყვარულის და გარყვნილების სალოცავების ისტორია (+ფოტო)

თავდაპირველად, 950-დან 1050 წლების პერიოდში აქ 85 სალოცავი აშენდა, რომელთაგან მხოლოდ 22-მა მოაღწია ჩვენამდე. ეს 22 სალოცავიც კი საკმარისია იმისთვის, რომ გაოგნებისგან პირი დააღოთ.

სექსი ინდოეთში - სიყვარულის და გარყვნილების სალოცავების ისტორია (+ფოტო)

შენობების კედლები მთლიანად დაფარულია სექსუალური პოზების და ორგიების ამსახველი ბარელიეფებით. ზოგი მათგანი ყოველდღიურ სცენებს ასახავს, ზოგიც კი ცხოველებს და ფრინველებს. თავიდან შეიძლება ვერ მიხვდეთ რა არის გამოსახული კედლებზე, მაგრამ როდესაც დააკვირდებით...

სექსი ინდოეთში - სიყვარულის და გარყვნილების სალოცავების ისტორია (+ფოტო)

ამ სანახაობის შემხედვარე ნათელი ხდება, რომ ძველად ინდოეთში ადამიანებს მართლაც განუსაზღვრელი სექსუალური ფანტაზია ჰქონდათ - აქ გამოსახულია სექსუალური სცენები სამ ადამიანს შორის, ორგიები, სქესობრივი კავშირები მამაკაცებს შორის და ადამიანებსა და ცხოველებს შორისაც კი.

სექსი ინდოეთში - სიყვარულის და გარყვნილების სალოცავების ისტორია (+ფოტო)

საოცარია, რომ ეს კულტურული მემკვიდრეობა ჩვენ დრომდე შემორჩა. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს სალოცავების მიტოვებამ განაპირობა საქმე იმაშია, რომ კომპლექსი მიუვალ ადგილასაა და იქ ადამიანები 1838 წლამდე პრაქტიკულად ვერ მიდიოდნენ.

სექსი ინდოეთში - სიყვარულის და გარყვნილების სალოცავების ისტორია (+ფოტო)

ამჟამად, ხაჯურაჰოს კომპლექსი მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია და მას იუნესკო იცავს. ეს ადგილი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრეს ღირშესანიშნაობად იქცა.скачать dle 10.5фильмы бесплатно

loading...



  • კომენტარების რაოდენობა: 0
  • ნახვადობა: 4941

სიახლის სანახავად დააჭირეთ Like