» მეცნიერები - შესაძლოა, ბავშვის ჩასახვისთვის ქალის კვერცხუჯრედი საჭირო აღარ იყოს

მეცნიერები - შესაძლოა, ბავშვის ჩასახვისთვის ქალის კვერცხუჯრედი საჭირო აღარ იყოს


მეცნიერები - შესაძლოა, ბავშვის ჩასახვისთვის ქალის კვერცხუჯრედი საჭირო აღარ იყოს
loading...

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ შესაძლოა ბავშვის ჩასახვისთვის ქალის კვერცხუჯრედი საჭირო აღარ იყოს. უფრო კონკრეტულად, ექსპერიმენტის დროს, მათ “მოატყუეს” სპერმატოზოიდი, თითქოსდა ნორმალურ კვერცხუჯრედს ანაყოფიერებდა.
Nature Communications-ის კვლევებმა დაადასტურეს, რომ შორეულ მომავალში, შესაძლოა ქალი საერთოდ აღარ იყოს საჭირო ბავშვის ჩასახვის პროცესში.

ბათის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ცდები გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედით დაიწყეს. მათ ქიმიური მინარევები გამოიყენეს, იმისათვის რომ იგი ფსევდო ემბრიონად გადაექციათ. აღმოჩნდა, რომ ყალბ ებრიონებს ჩვეულებრივ უჯრედებთან, როგორიცაა მაგალითად, კანის უჯრედები, ბევრი ჰქონდათ საერთო, ისინი იყოფოდნენ და თავიანთ დნმ-ს აკონტროლებდნენ.
მკვლევარებმა იფიქრეს, რომ თუკი თაგვის ყალბ ემბრიონში სპერმას შეიყვანდნენ, ახალი ჯანმრთელი სიცოცხლე წარმოიქმნებოდა. მათი აზრით, ერთ დღესაც, იგივე შედეგს ადამიანის შემთხვევაშიც მიაღწევენ ისე, რომ გამოიყენებენ უჯრედებს, რომლებსაც კვერცხუჯრედებთან კავშირი არ აქვთ.
თაგვზე ექსპერიმენტისას, ოთხიდან ერთი შანსი იყო, რომ ორსულობა წარმატებით დასრულებულიყო. ერთ-ერთმა მკვლევარმა ტონი პერიმ, BBC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ექსპერიმენტის შედეგი თავდაყირა აყენებს ორასწლიან სწავლებებს.
მკვლევარები ჯერ კიდევ ცდილობენ განაყოფიერების მისტიკის ამოცნობას. კვერცხუჯრედის საჭიროების გაქრობას, საზოგადოებაზე უდიდესი ზეგავლენა ექნება. ექიმი პერი აღნიშნავს, რომ შორეულ მომავალში იმის შესაძლებლობა გაჩნდება, რომ ჩვეულებრივი უჯრედის სპერმასთან კომბინაციით ემბრიონი წარმოიქმნას:
“სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ორ კაცს შეეძლება იყოლიოს ბავშვი, ერთ-ერთის უჯრედითა და მეორის სპერმით, ან კიდევ მხოლოდ ერთ კაცსაც შეეძლება იყოლიოს შვილი საკუთარი უჯრედითა და სპერმით”.
ექიმი პერი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე, ამგვარი სცენარები უფრო სპეკულაციურად და ფანტასტიკურად შეიძლება ჩაითვალოს.скачать dle 10.5фильмы бесплатно

loading...



  • კომენტარების რაოდენობა: 0
  • ნახვადობა: 4090