» რა გელით სიყვარულსა და კარიერაში, როგორი იქნება თქვენი ჯანმრთელობა - 2017 წლის ზუსტი ჰოროსკოპი

რა გელით სიყვარულსა და კარიერაში, როგორი იქნება თქვენი ჯანმრთელობა - 2017 წლის ზუსტი ჰოროსკოპი


რა გელით სიყვარულსა და კარიერაში, როგორი იქნება თქვენი ჯანმრთელობა - 2017 წლის ზუსტი ჰოროსკოპი
loading...

აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით ცეცხლოვანი მამლის წელი 28 იანვარს დაიწყება. საინტერესოა რა გელით, სიყვარულსა და კარიერაში, როგორი იქნება თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა. გაიგეთ 2017 წლის ზუსტი ჰოროსკოპი.

ვერძი

სიყვარული და ოჯახი: ამ ნიშნის წარმომადგენლის ქარიზმა გაიზრდება. მარტოსულ ვერძებს ბევრი საინტერესო და პერსპექტიული ნაცნობობა ელოდებათ. დაოჯახებულ ვერძებს ჰარმონიის შესანარჩუნებლად კომპრომისზე წასვლა მოუწევთ.

კარიერა და ფინანსები: წლის დასაწყისი ზედმეტ ხარჯებისთვის საუკეთესო დრო არაა. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯები. პროფესიული საქმიანობა საგრძნობლად გაგახარებთ - უკვე წლის დასაწყისში თქვენ ენთუზიაზმს სათანადოდ დააფასებენ. გამორიცხული არაა, რომ დაგაწინაურებენ, აიღებთ პრემიას ან პროექტს, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდი.

სილამაზე და ჯანმრთელობა: ცეცხლოვანი მამლის წელს ვერძებს კარგი იმუნიტეტით თავის ქება გაუჭირდებათ. კარგი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად სწორი დიეტა, ვიტამინები, და ვარჯიში დაგჭირდებათ.

კურო

სიყვარული და ოჯახი: მარტოხელებს ვარსკვლავები ახალ ნაცნობებთან დაკავშირებით სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. იმედგაცრუების თავიდან ასარიდებლად, არ უგულებელყოფთ მეგობრების რჩევები და არ იჩქაროთ მოვლენების შეფასებისას. დაოჯახებულ კუროებს ვარსკვლავები ურჩევენ დააბალანსონ დრო ოჯახსა და სამსახურს შორის. წლის პირველ ნახევარში სამუშაო საკითხებმა შეიძლება სერიოზულ ფინანსურ პრობლემებამდე მიგვიყვანოს.

კარიერა და ფინანსები: ეს წელი ახალ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს გთავაზობთ. ყველაზე გაბედული მიზნები და ოცნებები, შეიძლება რეალობად იქცეს. ყველაფერი თქვენს ხელთააა. მთავარი ამოცანაა - არ მოუსმინოთ მოშურნე და სარკასტულ კომენტარებს და მხოლოდ წინ იყურეთ. გახსოვდეთ: თქვენი მთავარი მოკავშირე - საკუთარი თავის რწმენაა!

სილამაზე და ჯანმრთელობა: 2017 წელი ცვლილებების სურვილით დაიწყება. უმჯობესია ცვლილებები ნელ-ნელა განახორციელოთ და არა ერთობლივად, კარდინალურად. უმჯობესია განაახლოთ გარდერობი, შეიცვალეთ იმიჯი. ვარსკვლავები აცხადებენ: შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ და აღფრთოვანდებით.

ტყუპები

სიყვარული და ოჯახი: დაოჯახებულ ტყუპს 2017 წელს თავშეკავების გამოჩენა არაერთხელ მოუწევს. საყვარელ ადამიანთან, განსაკუთრებით ბავშვებთან მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნება რთული იქნება. თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ სიყვარული არ ნიშნავს - ყველაფერზე დაეთანხმოთ. გარკვეულ სიტუაციებში, ურიგო არ იქნება თქვენი ავტორიტეტი გამოავლინოთ.

კარიერა და ფინანსები: ვარსკვლავები სტაბილურ ფინანსურ გეგმას გპირდებათ. ზღაპრული შემოსავლის მიღებას ვერ შეძლებთ. სამაგიეროდ, შეძლებთ გეგმების თქვენი ინტერესების შესაბამისად შედგენას. პროფესიულ სფეროში, მოსალოდნელია მტრების თავდასხმები. სჯობს თქვენი წარმატებით ქება არ დაიწყოთ.

სილამაზე და ჯანმრთელობა: მამლის წელი ტყუპებს მხნეობას და ენერგიას მისცემს. რაც მთავარია - ენერგიის სწორად განკარგვის უნარს. წლის მეორე ნახევარში გაუფრთხილდით გაციებას. ერთი შეხედვით არასერიოზულმა დაავადება, შეიძლება დიდი ხნით წაგართვათ ენერგია.

კირჩხიბი

სიყვარული და ოჯახი: მარტოხელ კირჩხიბებს არაერთი შანსი ექნებათ დაემშვიდობოს უცოლო/უქმრო სტატუსს. ბედნიერი ცხოვრების მთავარი პირობა - ცვლილებებისადმი შინაგანი მზადყოფნა. დაოჯახებულ კირჩხიბებს ბევრი შფოთვა ელოდებათ. როგორც არ უნდა იყოს, მამლის წელი კარგი დროა რემონტისთვის და ინტერიერის შეცვლისთვის. არ შეგეშინდეთ ყველაზე გაბედული იდეების განხორციელება.

კარიერა და ფინანსები: წლის დასაწყისს ფინანსური წარმატებით აღნიშნავთ. საქმე, რომლითაც დაკავებული ხართ, მოგებას მოგიტანთ. თქვენს ჰობს ან საქმიანობას უფრო სერიოზულად მიუდექით.

სილამაზე და ჯანმრთელობა: კირჩხიბის ეკონომიურობას საზღვარი არ აქვს. ვარსკვლავები გირჩევენ ცხოვრებაზე თქვენს შეხედულებებს გადახედოთ. დაუთმეთ მეტი დრო საკუთარ თავს. ვიზიტი კოსმეტოლოგთან, დალაქთან ან შოპინგი ზოგჯერ აუცილებელია. ეფექტური და დახვეწილი გარეგნობა - თქვენი წარმატების გასაღებია.

ლომი

სიყვარული და ოჯახი: ლომები ტემპერამენტი წელს განსაკუთრებით გამოვლინდება. მთავარია - არ გადაიტვირთოთ! კონფლიქტების თავიდან ასარიდებლად იყავით მომთმენი ახლობლების მიმართ. განსაზღვრეთ პრიორიტეტები და მიაღწიეთ სასურველ შედეგს.

კარიერა და ფინანსები: 2017 წელს ლომები ახალ შესაძლებლობებს აღმოაჩენთ. გამორიცხული არაა, რომ თქვენ ახალი როლის მორგება მოგიწევთ. გამოიყენეთ ნებისმიერი შანსი წინსვლისთვის და ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თქვენ ამას შეძლებთ!

სილამაზე და ჯანმრთელობა: გარეგნობა - ჩვენი შინაგანი გრძნობების გამომხატველია. იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები და ენერგიულები, მოიშორეთ არასაჭირო უარყოფითი ემოციები და ცუდი ჩვევები. თქვენ შთაგონების ახალ წყაროს აღმოაჩენთ.

ქალწული

სიყვარული და ოჯახი: 2017 წლის წინასწარ დაგეგმვის სურვილი ბოროტად გაგეხუმრებათ. განსაკუთრებით ეს სასიყვარულო ურთიერთობებს ეხება. გახსოვდეთ: ამ სამყაროში ყველაფერი ლოგიკას არ ექვემდებარება. ბედნიერება აუცილებლად გიპოვით.

კარიერა და ფინანსები: თქვენ ბევრი ენერგია და ძალა გექნებათ. ფინანსური და კარიერული წარმატება არ დააყოვნებს. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება.

სილამაზე და ჯანმრთელობა: არ ღირს ცხოვრების გაუარესება თვითკრიტიკით. თქვენი ენერგია შემოქმედებისკენ მიმართეთ და განახორციელეთ საინტერესო იდეები.

სასწორი

სიყვარული და ოჯახი: 2017 საუკეთესო წელია საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად. მოსალოდნელია, რომ თქვენ შეყვარებულთან ერთად მყუდრო ბინას შეიძენთ. მარტოსულ გულებს წლის მეორე ნახევარში პოზიტიური ცვლილებები ელოდებათ. უარი არ თქვათ მოულოდნელი მოგზაურობისგან.

კარიერა და ფინანსები: მამლის წელი თავბრუდამხვევ წარმატებას არ გისურვებთ. არაერთხელ დარწმუნდით, რომ საუკეთესო ადგილისთვის უნდა იბრძოლოთ. თქვენ გექნებათ შანსი მიხედოთ საკუთარ თავს და ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ, თუმცა არარაციონალურმა მიდგომამ შეიძლება სერიოზული პრობლემა გამოიწვიოს.

სილამაზე და ჯანმრთელობა: საუკეთესო დრო რომ შეიცვალოთ როგორც შინაგანად, ასევე გარეგნულად. სწორი კვება და სპორტით დაკავება შედეგს გამოიღებს. საკუთარ თავზე მუშაობა შედეგს წლის მეორე ნახევარში გამოიღებს!

მორიელი

სიყვარული და ოჯახი: კონსერვატიული მორიელების პირადი ცხოვრება საგრძნობლად შეიცვლება. ამ ნიშნის წარმომადგენლები სერიოზულ ცვლილებებს დაგეგმავენ. მარტოხელა მორიელებს ვარსკვლავები თავბრუდამხვევ სიყვარულს ჰპირდებიან. იქნება თუ არა ეს ურთიერთობა მყარი, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

კარიერა და ფინანსები: მორიელები წარმატებას მიაღწევენ როგორც კარიერაში, ასევე პირად ცხოვრებაში. თქვენს ცხოვრებაში ბევრი საინტერესო და გავლენიანი ადამიანი გამოჩნდება, რომლებიც მომავალში დახმარებას გაგიწევენ.

სილამაზე და ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციოთ. სწორი კვება, საჭირო რაოდენობის ვიტამინები და მინიმალური სტრესი - თქვენი ჯანმრთელობის გასაღებია. მკაცრმა დიეტამ, ან პირიქით თამამმა კულინარიულმა ექსპერიმენტმა შეიძლება ზიანი მოგაყენოთ.

მშვილდოსანი

სიყვარული და ოჯახი: მამლის წელს ისინი დიდი ხნის წინ ნაოცნებარ სიმაღლეებს მიაღწევენ. ახლობელი ადამიანები მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ. მათი რჩევები, მხარდაჭერა და გაგება მიზნის განხორციელების ფუნდამენტი იქნება. გახსოვდეთ: მიღწევები ახალ პასუხისმგებლობას მოგიტანთ.

კარიერა და ფინანსები: უკვე წლის დასაწყისში იგრძნობთ ფინანსურ საკითხებში ფორტუნას. მოსალოდნელია ძველი ვალების დაბრუნება ან პროექტებიდან მსხვილი მოგების მიღება. შეგიძლიათ სერიოზულ ინვესტიციებზე დაფიქრდეთ. ვარსკვლავები წარმატებულ შენაძენს გპირდებათ.

სილამაზე და ჯანმრთელობა: წლის დასაწყისში ყურადღება ჯანმრთელობას მიაქციეთ. შეიძლება გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემები აღმოგაჩნდეთ. მინიმუმამდე დაიყვანეთ შფოთი, დაკავდით სპორტით. აღმოაჩენთ ახალ ჰობს და ინტერესებს.

თხის რქა

სიყვარული და ოჯახი: 2017 წელს ზედმეტად მგრძნობიარე იქნებით. საკუთარ ემოციებზე რომ არ იყოთ დამოკიდებული, იყავით გულახდილი. შეეცადეთ გაარკვიოთ სიტუაცია და მშვიდად მოჰყვეთ საკუთარი გრძნობების შესახებ. ეს დაგეხმარებათ, გაიგოთ რომ ახლობელი ადამიანების სიტყვებს უკან ზრუნვა და ყურადღება დგას.

კარიერა და ფინანსები: თქვენ შეიძლება მამლის ფავორიტი გახდეთ, დაეყრდენით მის მხარდაჭერას, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებში. რთულ სიტუაციებში მოუსმინეთ ინტუიციას.

სილამაზე და ჯანმრთელობა:წლის განმავლობაში დაგროვილმა დაღლილობამ წყობიდან რომ არ გამოგიყვანოთ შეიცვალეთ გარემო ან დარჩით მარტო. ცოტა ხნით ტაიმ-აუტის აღება წაგადგებათ.

მერწყული

სიყვარული და ოჯახი: ბედნიერების მთავარ დაბრკოლებას თქვენი პესიმისტური განწყობა და ამ ყველაფრის მიმართ ირონიული დამოკიდებულება წარმოადგენს. ახალი ურთიერთობა იმედგაცრუებით რომ არ დასრულდეს, შეეცადეთ უფრო მეტად გულახდილი იყოთ.

კარიერა და ფინანსები: 2017 წელი ბევრ ენერგიას და შთაგონებას გპირდებათ. ამ ნიშნის წარმომადგენლები სასურველის მიღებას შეძლებენ. მთავარია სამომავლოდ არ გადადოთ საქმე, რომელიც თქვენი გასაკეთებელია. ასევე დარწმუნებული იყავით: ყოველთვის შეგიძლიათ ახლობლების დახმარების იმედი გქონდეთ.

სილამაზე და ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ რადიკალურად შეიცვალოთ იმიჯი. თქვენი ბუნებრივი ქარიზმა ყოველგვარი კარდინალური ცვლილებების გარეშე ყურადღებას მიიქცევს.

თევზები

სიყვარული და ოჯახი: 2017 წელს არაერთი შანსი მოგეცემათ პირადი ცხოვრების ასაწყობად. იყავით ფრთხილები ურთიერთობებში. გახსოვდეთ, რომ ლამაზი სიტყვების უკან ყოველთვის კეთილი საქმეები არ დგას. დაოჯახებულ თევზებს ვარსკვლავები ურჩევენ პარტნიორს მეტი ყურადღება მიაქციონ.

კარიერა და ფინანსები: მამლის წელს თევზების ცხოვრება პოზიტიურად შეიცვლება. ის საქმეებიც, რომელთაც წარუმატებლად თვლიდით, წინ წავა. გამორიცხული არაა, რომ წელს დიდი ხნის ოცნებებს აისრულებთ.

სილამაზე და ჯანმრთელობა: წელს თამამი ექსპერიმენტების სურვილი გექნებათ. არ შეგეშინდეთ ცვლილებების, განსაკუთრებით თუ საქმე გარდერობს და თქვენ გარეგნობას ეხებათ. ეს დადებით გავლენას მოახდენს პირად ცხოვრებაზეც და ბიზნესშიც.скачать dle 10.5фильмы бесплатно

loading...



  • კომენტარების რაოდენობა: 0
  • ნახვადობა: 9928

სიახლის სანახავად დააჭირეთ Like