» რა ელოდება ჰოროსკოპის თითოეულ ნიშანს მამლის წელს?

რა ელოდება ჰოროსკოპის თითოეულ ნიშანს მამლის წელს?


რა ელოდება ჰოროსკოპის თითოეულ ნიშანს მამლის წელს?
loading...

როგორც ამბობენ, მამლის ყივილზე უკან იხევს ბუნების ყველა ბოროტი ძალა და დგება ნათელი! მამალი იქნება 2017 წლის სიმბოლოც, ამიტომ საინტერესოა, რა გველოდება დამდეგ წელიწადს?
ჩინური კალენდრით, ახალი წელი 28 იანვარს შემოაბიჯებს და მამალიც სრულფასოვნად ჩაიბარებს საკუთარ უფლებამოსილებას. ყოყოჩი მამალი თავისი მხიარული ხასიათით, ხმამაღალი ყივილით, ჭრელი შეფერილობით გამოირჩევა და ასტროლოგებიც სწორედ ასეთ წელიწადს გვპირდებიან. აღმოსავლეთში დარწმუნებული არიან, მამლის წელი განსაკუთრებით მათთვის იქნება იღბლიანი, ვინც მიზნის მიღწევას მარტივი გზებით და ზედმეტი გართულებების გარშე ცდილობს, ყოველთვის კეთილსინდისიერად მუშაობს და მზადაა თითო აგურის დადებით ააშენოს საკუთარი წარმატების ფუნდამენტი, ყოველთვის პირნათლად ასრულებს დანაპირებს და არასდროს ცდილობს სხვების მოტყუებას.
ყველაფერთან ერთად, მამლის წელი ცეცხლის წელიწადიცაა, ამიტომ შანსი გვაქვს ნათელი მოვფინოთ სხვისი და საკუთარი ცხოვრების ბნელ მხარეებს, დავანთოთ ძველი პრობლემების კოცონი და სამუდამოდ განვთავისუფლდეთ მათგან.
როგორია მამლის წელიწადის საერთო პროგნოზი და რა ელოდება აღმოსავლური ჰოროსკოპის თითოეულ ნიშანს დამდეგ წელიწადს?
* ვირთხა
ვირთხის წელიწადში დაბადებულებისთვის წელიწადი მეტად სასიკეთო იქნება. მოგეცემათ უამრავი პოზიტიური შანსი, რომელთა დახმარებით აუცილებლად შეძლებთ საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
* ხარი
ხარის წელიწადში დაბადებულები უამრავ სიურპრიზს მიიღებენ. მართალია, ხშირად აღმოჩნდებით მოულოდნელობების წინაშე, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ, რადგან ყველაფერს თავისი პოზიტიური მხარე ექნება და აუცილებლად მოგეცემათ წარმატების მიღწევის შანსი.
* ვეფხვი
ვეფხვის წელიწადში დაბადებულები ყოველთვის შეძლებენ მეგობრების იმედზე ყოფნას. ენდეთ ერთგულ ადამიანებს ნებისმიერ რთულ სიტუაციაში და ყოველთვის მიიღებთ დახმარებას ან სასარგებლო რჩევას.
* დრაკონი
დრაკონები მამლის წელიწადში იღბლიანები და პრაქტიკულად ყველა სფეროში წარმატებულები იქნებიან. შეძლებთ პროფესიონალურ ზრდას და მიიღებთ მეტად პერსპექტიულ წინადადებებს, განხორციელებული პროექტები კი, თქვენი წარმატებული და უზრუნველყოფილი მომავლის ერთგვარი ფუნდამენტი გახდება.
* გველი
გველის წელიწადში დაბადებულს კარიერული ზრდის საუკეთესო შესაძლებლობა მიეცემათ, შეძლებთ მაღალი თანამდებობის მოპოვებას ან ბევრად უფრო პრესტიჟული და შემოსავლიანი სამსახურის პოვნას.
* ცხენი
ცხენის წელიწადში დაბადებულებისთვის წელიწადი რამდენიმე პირადი მიღწევით და მატერიალური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებით აღინიშნება. თუმცა, მზად იყავით ცვლილებებისთვის. იმოქმედეთ ცივი გონებით, დაძლიეთ ყველა ბრაზი, წყენა და მეტი ყურადღება გამოიჩინეთ გარშემომყოფების მიმართ.
* თხა
თხის წელიწადში დაბადებულებმა განსაკუთრებული ყურადღება საკუთარ ბიუჯეტს უნდა მიაქციონ, რადგან ცეცხლოვანი მამალი მათ სერიოზულ ხარჯებს უმზადებს, რაც ახლობლებთან კონფლიქტის მთავარი მიზეზი გახდება. შეგიძლიათ ყურადღება არ მიაქციოთ მათ რჩევებს, თუმცა ეცადეთ არ გადააქციოთ ნებისმიერი დისკუსია დაპირისპირების მიზეზად.
* მაიმუნი
მაიმუნებისთვის დამდეგი წელი ძირითადად პოზიტიური იქნება, განსაკუთრებით სასიამოვნო სიურპრიზი გელით პირად ცხოვრებაში. მოემზადეთ რომანტიკული ურთიერთობებისთვის, თუმცა ეცადეთ არ დაკარგოთ თავი და შეინარჩუნოთ საღი აზროვნება.
* მამალი
მამლები, რა თქმა უნდა, დამდეგ წელიწადს ყველაზე იღბლიანები იქნებიან და სურვილის შემთხვევაში ნებისმიერი სიტუაციის თავის სასარგებლოდ შემოტრიალებენ. მეტიც, რთულ სიტუაციებში ყოველთვის მიიღებთ გავლენიანი პირების დახმარებას და მფარველობას.
* კატა
კატის (კურდღლის) წელიწადში დაბადებულებს განსაკუთრებით გამოადგებათ ინტუიცია და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი, რადგან მამალი ხშირად გააკვირვებს მათ საკუთარი სიურპრიზებით.
* ღორი
ღორის წელიწადში დაბადებულებმა აუცილებლად უნდა გამოიჩინონ მოთმინება, რადგან პრობლემები საკმაოდ ბევრი იქნება, მათ მოგვარებას კი, მხოლოდ საკუთარი შეუპოვრობით შეძლებთ.
* ძაღლი
ძაღლებმა განსაკუთრებული ყურადღება პირად საკითხებს უნდა მიაქციონ. საუბარია, როგორც სასიყვარულო ურთიერთობებზე, ისე ჯანმრთელობაზე. მოემზადეთ მოულოდნელობებისთვის, ეცადეთ არ აღელვდეთ და მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს.скачать dle 10.5фильмы бесплатно

loading...



  • კომენტარების რაოდენობა: 0
  • ნახვადობა: 16178