» 13 მიზეზი თუ რატომ უნდა დაიძინოთ მეუღლესთან ყოველ ღამით

13 მიზეზი თუ რატომ უნდა დაიძინოთ მეუღლესთან ყოველ ღამით


13 მიზეზი თუ რატომ უნდა დაიძინოთ მეუღლესთან ყოველ ღამით
loading...

თანამედროვე ცხოვრების სტილმა და ტექნოლოგიებმა ძალიან ბევრი რამ შეცვალა ურთიერთობებში. წყვილები მეტისმეტად გადაღლილები, დაძაბულები არიან. უხასიათობა თითქმის ყველასთვის დამახასიათებელი რამ გახდა.

იმისათვის რომ სექსზე უარი თქვათ უამრავი მიზეზი შეიძლება არსებობდეს. თუმცა, არსებობენ წყვილები, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად ამას ახერხებენ. ჯანსაღი ურთიერთობისთვის წყვილი ცხოვრებაში რეგულარული სექსი ძალიან დიდ როლს თამაშობს. სტატიაში მოცემულია რამდენიმე კარგი მიზეზი, თუ რატომ უნდა დაკავდეთ სექსით თქვენს მეუღლესთან ყოველდღიურად.

ის უზრუნველყოფს დროის ერთად გატარებას

როდესაც ოჯახი გაქვთ, ბავშვები, ვალდებულებები და სხვა ბევრი ფაქტორი ხელს გიშლით განმარტოებაში. ასეთი სიტუაციების სიხშირე წყვილს ერთმანეთს აშორებს. ერთმანეთს უფრო ნაკლებ დროს უთმობენ, რაც სხვა საკითხებშიც უარყოფითად აისახება. ინტიმური კავშირისას კი დროს მხოლოდ მეორე ნახევარს უთმობთ.

ის გაახლოვებთ მეუღლესთან საძინებლის გარეთაც

მეუღლესთან ურთიერთობით სიამოვნების მიღება სექსის გარეშეც შეიძლება. შეგიძლიათ ჩაკიდოთ ხელი, თუნდაც მოგარტყათ საჯდომზე, როდესაც სამზარეულოში საქმიანობთ, ან თქვენ აკოცოთ კისერზე, როცა თვითონაა საქმეში ჩაფლული. ეს დეტალები თავისთავად იქნება ურთიერთობაში თუ სექსი ხშირად გაქვთ.

თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, სექსი შეიძლება ვარჯიშადაც ჩაითვალოს

როგორც წესი, ადამიანებს ვარჯიშისთვის დრო იშვიათად რჩებათ. ინტიმური ურთიერთობისას კი ძალიან ბევრი კუნთი მუშაობს და კალორიებიც იწვება. თუ ვარჯიშისთვის დროს თქვენც ვერ პოულობთ, სექსი ერთ-ერთი სასიამოვნო გამოსავალია.

ცოტა ხნით ყველაფერს გავიწყებს

სექსი რეალობისგან თავის დაღწევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. თქვენ აუცილებლად გჭირდებათ რომ ცოტა ხნით პრობლემები დაივიწყოთ და მხოლოდ საკუთარ თავსა და საყვარელ ადამიანზე იფიქროთ. წყვილები ხანდახან სხვადასხვა როლს ირგებენ და ურთიერთობა გაცილებით საინტერესო ხდება.

ინტიმურ ურთიერთობას კიდევ უფრო ბევრი დადებითი თვისება აქვს:

ის ერთმანეთისადმი რწმენას ამყარებს;
ეს ურთიერთობის საშუალებაა სხეულის ენაზე;
კამათის და უსაიამოვნებების დავიწყების საუკეთესო საშუალებაა;
შემოქმედებით უნარებს ავითარებს;
სექსისთვის მხოლოდ ერთი მიზეზიც საკმარისია: ორგაზმი!
აუმჯობესებს თვითშეფასებას;
გამოგიკეთებთ განწყობას;скачать dle 10.5фильмы бесплатно

loading...



  • კომენტარების რაოდენობა: 0
  • ნახვადობა: 17400