» შეიძლება ჩუმად იყო, მაგრამ ტუჩები შენ შესახებ ყველაფერს იტყვიან

შეიძლება ჩუმად იყო, მაგრამ ტუჩები შენ შესახებ ყველაფერს იტყვიან


შეიძლება ჩუმად იყო, მაგრამ ტუჩები შენ შესახებ ყველაფერს იტყვიან
loading...

გგონია, რომ ადამიანის გაცნობა მხოლოდ მასთან ლაპარაკით შეიძლება? როგორც ირკვევა, მხოლოდ ტუჩებზე დაკვირვებითაც კი შეგიძლიათ ადამიანის პიროვნებაზე ბევრი რამ გაიგოთ. დააკვირდით ამ სურათს და გაიგეთ თქვენი და თქვენი მოსაუბრის ხასიათის შესახებ:
1. ფართო სრული ტუჩები

შეიძლება ჩუმად იყო, მაგრამ ტუჩები შენ შესახებ ყველაფერს იტყვიან

ასეთი ტუჩის მფლობელი ადამიანი აზარტული და ენერგიულია. უყვარს გარისკვა. არ ეშინია ინიციატივის საკუთარ თავზე აღების. თუ მას რაიმე ან ვინმე მოეწონა, ცდილობს დაუყონებლივ მიიღოს.
მისი საყვარელი მამაკაცი უნდა იყოს შეუდარებელი საყვარელი და გადაწყვეტილების მიღების არ უნდა ეშინოდეს.

2. პატარა სრული ტუჩები

შეიძლება ჩუმად იყო, მაგრამ ტუჩები შენ შესახებ ყველაფერს იტყვიან

რომანტიული ადამიანია, რომელიც ცხოვრებაში ემოციებით ხელმძღვანელობს. იდეალური ქალია, რომელიც ადვილად გამოხატავს ემოციებს და სწორედ ამიტომ გარშემომყოფებს ძალიან უყვართ.
მისი იდეალური მამაკაცია - უცნაური ნაზავი, როგორსაც აღწერენ ქალების ჟურნალსა და რომანები. მისთვის იდეალური პარტნიორის პოვნა რთულია.

3. ზედა ტუჩი უფრო სრულია, ვიდრე ქვედა

შეიძლება ჩუმად იყო, მაგრამ ტუჩები შენ შესახებ ყველაფერს იტყვიან

ასეთი ტუჩის მფლობელი დაბადებულია ლიდერად. მას საქმე ყოველთვის ბოლომდე მიაქვს. ასეთმა ქალმა ყოველთვის იცის, რა უნდა ცხოვრებისგან. მისი ცხოვრებისეული კრედოა – "ყველაფერი ან არაფერი". მას აღიზიანებს ადამიანები, რომლებიც ბევრ საქმეს კიდებენ ხელს და არცერთი საქმის ბოლომდე მიყვანა არ შეუძლიათ. მას უყვარს მბრძანებლობა, სწორედ ამიტომ ხელმძღვანელის პოსტზე თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში.
მისი ოცნების მამაკაცი უნდა იყო ამბიციური. მაგრამ საყვარელ მამაკაცთან კონკურენციისგან თავის დაღწევა უჭირს.

4. ქვედა ტუჩი უფრო სრული, ვიდრე ზედა

შეიძლება ჩუმად იყო, მაგრამ ტუჩები შენ შესახებ ყველაფერს იტყვიან

იდუმალი უცნობი - ეს მისი ზუსტი აღწერაა. ის ყოველთვის გამოირჩევა სხვებისგან. მამაკაცები მას აღფრთოვანებით უყურებენ, ქალებს კი მისი შურთ. ამ ქალბატონს კი ეს ყველაფერი აკმაყოფილებს.
ის თვლის, რომ მის გვერდით უნიკალური ადამიანი უნდა იყოს. მისი გულის დაპყრობა შეუძლია ადამიანს, რომელიც თავიდან ამ მშვენიერ ქალბატონს არანაირ ყურადღებას არ აქცევდა. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისში...

5. ფართო თხელი ტუჩები

შეიძლება ჩუმად იყო, მაგრამ ტუჩები შენ შესახებ ყველაფერს იტყვიან

ჩვენ წინაშე რეალისტია, რომელიც მყარად დგას ფეხზე. მისთვის უცხოა ოცნებები და საჰაერო კოშკების აგება, მას კონკრეტიკა ურჩევნია. ამ გოგოს არ უყვარს ვარდისფერი სათვალის გაკეთება. რაღაც საოცრება უნდა მოხდეს, რომ ასეთმა ქალმა თავი დაკარგოს.
ასეთ ქალს ყველაფერში სტაბილურობა უყვარს. მისი ოცნების მამაკაცს შეუძლია არ მოუწყოს რომანტიკული სიურპრიზები და არც სიგიჟეების ჩადენაა მისთვის საჭირო. საკმარისია, საიმედო იყოს.

6. პატარა თხელი ტუჩები

შეიძლება ჩუმად იყო, მაგრამ ტუჩები შენ შესახებ ყველაფერს იტყვიან

ის დაბადებულია ოპტიმისტად. მას თავგადასავლების გარეშე ერთი დღის გატარებაც არ შეუძლია. მას საკუთარი თავის რწმენა აქვს და შეუძლია ნებისმიერ სარისკო საქმეს მოჰკიდოს ხელი.
ძალიან ძლიერი ქალია, ეს კი მამაკაცებს აშინებთ. მის გვერდით მხოლოდ მტკიცე ნებისყოფის მამაკაცი შეიძლება იყოს. ამ ქალის რჩეულს იგივე თვისებები უნდა ჰქონდეს, რაც თავად მას, ანუ ძალიან ძლიერი უნდა იყოს!скачать dle 10.5фильмы бесплатно

loading...



  • კომენტარების რაოდენობა: 0
  • ნახვადობა: 10963