» ბენზინის დაზოგვის ხერხები, რომელი მძღოლებმა არ იციან

ბენზინის დაზოგვის ხერხები, რომელი მძღოლებმა არ იციან


ბენზინის დაზოგვის ხერხები, რომელი მძღოლებმა არ იციან
loading...

ავტოგასამართ სადგურზე თითოეული შესვლა მძღოლის საფულეზე საკმაოდ მწვავედ აისახება, განსაკუთრებით დღეს, როცა საწვავზე ფასი კიდევ უფრო იზრდება. მანქანის თითქმის ყველა მფლობელს ერთხელ მაინც გასჩენია შეკითხვა: როგორ დავზოგოთ ფული ბენზინზე? იაფი საწვავის შეძენა გამოსავალი ნამდვილად არ არის, რადგან იგი მხოლოდ და მხოლოდ ზიანს მოუტანს მანაქნას და უფრო ძვირი დაგვიჯდება.

ამიტომ წარმოგიდგენთ რამდენიმე უკვე გამოცდილ მეთოდს, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი ბიუჯეტი ძალიან არ დააზარალოთ.


აუცილებელია მანქანა გამართული იყოს
უნდა ვიცოდეთ, რომ მანქანის ნებისმიერი გაუმართავობა ზრდის ბენზინის ხარჯს: მაგალითად, გაუმართავი და ძველი ძრავა საწვავის დანახარჯს ზრდის 20%-ით.


თავიდან მოიშორეთ ზედმეტი ტვირთი
თუ თქვენი ავტომობილის სახურავზე დამატებითი საბაგაჟოა, დაფიქრდით, გჭირდებათ თუ არა იგი ყოველდღიურად. ზედმეტი ტვირთის თავიდან მოშორებით ბენზინის ხარჯს დაახლოებით 10%-ით შემაცირებთ.


გამოიყენეთ სიარულის ყველაზე ეკონომიური რეჟიმი
თუ თქვენს მანქანაზე გათვალისწინებულია ეკონომიური ან ზამთრის რეჟიმი, ნუ დაგავიწყდებათ ისარგებლოთ ამით. გონივრული სიჩქარით სიარული საწვავზე 30%-ის ეკონომიის საშუალებას იძლევა.


ყურადღება მიაქციეთ საბურავებში წნევას
დაშვებული საბურავებით სიარული საწვავის დანახარჯს დაახლოებით 3%-ით ზრდის.


დახურეთ ფანჯრები და გამორთეთ კონდიციონერი
ბევრმა არ იცის, რომ ღია ფანჯრები 50კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით სიარულისას, საწვავის 8%-ით ზედმეტ ხარჯვას იწვევს. კონდიციონერის გამოყენება კი ბენზინის ხარჯს 15%-ით ზრდის.


გამორთეთ ძრავა, თუ მოლოდინის დრო 1 წუთზე მეტია
შეეცადეთ თავი აარიდოთ საცობებს, რადგან ძრავის სიჩქარეზე დაკიდების გარეშე ანუ ე.წ ”ხალასტოიზე” 1 საათი მუშაობა უდრის ტრასაზე 60 კმ-ის გავლას 80 კმ/სთ-ის სიჩქარით.

არ ღირს ძრავის გახურება მთელი 10-15 წუთი
მანქანის ხანგრძლივი გახურება ბენზინის ზედმეტი დანახარჯია. მოძრაობისთვის საკმარისია, რომ ტემპერატურის ისარი ადგილიდან დაიძრას. ამ მომენტიდან შეიძლება თანდათან მანქანის ამოძრავება.


გამორთეთ ავტომობილში ყველაფერი ზედმეტი
არ დაგავიწყდეთ მანქანაში დამატებითი შუქების გამორთვა და გამოიყენეთ ბინდის საწინააღმდეგო ფარები მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. ეს საწვავის დანახარჯს 5-10%-ით შეამცირებს.


ჩაასხით მხოლოდ ხარისხიანი საწვავი
ნუ აყვებით ცდუნებას და ნუ იყიდით უხარისხო ბენზინს. სამომავლოდ ეს თავიდან აგარიდებთ ავტომობილის სერიოზულ დაზიანებებს.



შეიძინეთ სამარშრუტო კომპიუტერი
ეს სასარგებლო მოწყობილობა გასწავლით ოპტიმალური მარშრუტის შერჩევას და დაგეხმარებათ დანახარჯების 10%-ით დაზოგვაში.скачать dle 10.5фильмы бесплатно

loading...



  • კომენტარების რაოდენობა: 0
  • ნახვადობა: 6025

სიახლის სანახავად დააჭირეთ Like