» განსაზღვრეთ თქვენი სექსუალურობა დაბადების თარიღის მიხედვით

განსაზღვრეთ თქვენი სექსუალურობა დაბადების თარიღის მიხედვით


განსაზღვრეთ თქვენი სექსუალურობა დაბადების თარიღის მიხედვით
loading...

სექსუალურობა – ეს არის თვითშეგრძნება და შთაბეჭდილება, რომელსაც თქვენ ახდენთ გარშემომყოფებზე.

სექსუალურობა თანდაყოლილია და მხოლოდ იშვიათ შემთხვევაშია შესაძლებელი რაიმეს შეცვლა. სექსუალურობაზე ძირითადში ასტროლოგიური მაჩვენებლები არის “პასუხისმგებელი”, თუმცა არანაკლებ როლს თამაშობს ამ საკითხში ნუმეროლოგიაც.

ნუმეროლოგიური გათვლები

ერთადერთი, რაც თქვენ უნდა გააკეთოთ – შეკრიბოთ თითოეული ციფრი – დღის, თვისა და წლის მაჩვენებელი და დაიყვანოთ შედეგები მარტივ ციფრამდე (1-დან 9-მდე). ასე მიიღებთ ცხოვრებისეული გზის რიცხვს. მაგალითად, ავიღოთ დაბადების თარიღი – 12.07.1973. აი, როგორ უნდა გამოიანგარიშოთ “ცხოვრებისეული გზის ციფრი”:

1+2=3
0+7=7
1+9+7+3=20=2+0=2
3+7+2=12=1+2=3

მაშ ასე, ამ რიცხვებში დაბადებული ადამიანის “ცხოვრებისეული გზის ციფრია” – 3.

ასევე უნდა გამოთვალოთ თქვენი ან თქვენთვის საინტერესო ადამიანის ციფრი.

მაშ ასე:

1
“ერთიანები” გამოირჩევიან საკუთარი თავის რწმენით. ბევრი ამ თვისებას სექსუალურობად მიიჩნევს, მით უმეტეს, რომ როგორც წესი, ასეთ ადამიანებს გარეგნობაც შესაბამისი აქვთ – ველური ცხოველის გრაციოზულობა და მომაჯადოებელი გამოხედვა. თუმცა საწოლში ისინი ეგოისტები არიან და ყურადღებას მხოლოდ აქეთ მოითხოვენ, იქით კი არაფერს გასცემენ. ამასთან, “ცხოვრებისეული გზის ციფრით” – 1 დაბადებული ადამიანები თავად იჩენენ ინიციატივას და არ მოსწონთ, როცა მიანიშნებენ მათ სექსუალურობაზე ან აშკარად ეარშიყებიან. საერთოდაც, მათთვის სექსი კიდევ ერთი საშუალებაა, წარმოაჩინონ საკუთარი თავი.

2
ადამიანებისთვის, რომელთა “ცხოვრებისეული გზის ნიშანია” 2, მნიშვნელოვანია სულის ერთობა, საერთო ინტერესები და ფსიქოლოგიური კომფორტი. თუ ყველაფერი ეს არ არის, მაშინ მათი სექსუალურობა “ჩრდილში რჩება”, ხოლო თუ ეს ყველაფერი მიიღეს, მაშინ შეუძლიათ, ლოგინში სასწაულები მოახდინონ. თუმცა მათი სექსუალური შესაძლებლობები თვალში მოსახვედრი არასოდეს არის. როგორც წესი, ისინი თბილები არიან და სიფაქიზით ეკიდებიან საყვარელი ადამიანის მოთხოვნილებებს, უყვართ ალერსი.

3
ადამიანები, ნიშნით 3, გახსნილები არიან და უყვართ სექსუალური ექსპერიმენტები. ისინი ხშირად იცვლიან პარტნიორს, რადგან გამუდმებით სურთ გამოსცადონ ახალი შეგრძნებები. ამასთან, არ განიცდიან თაყვანისმცემელთა ნაკლებობას. ისინი მიმზიდველები არიან, საუბრობენ ლამაზად (ამასთან, საწოლშიც არ ჩუმდებიან). ამიტომაც მათ ბევრი ეპატიებათ, მათ შორის, ღალატიც. თუმცა ხშირად ადამიანები, დაბადებულები ნიშნით 3, საკუთარი სექსუალურობის ტყვეები ხდებიან, რადგან არ შეუძლიათ გრძელვადიანი და სერიოზული ურთიერთობების აგება. ქალი “სამიანები” ქარაფშუტები და მსუბუქი ხასიათისანი არიან, ხოლო მამაკაცები იშვიათად ქორწინდებიან ან პირიქით, რამდენჯერმე ქმნიან ოჯახს.

4
“ოთხიანებთან”, სექსუალურობის თვალსაზრისით, ყველაფერი უფრო რთულად არის. მათთვის პირველ ადგილზე სამუშაოა, მეორეზე კი – ძველმოდური წარმოდგენა იმის შესახებ, რა საჭიროა სექსი. ისინი თვლიან, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ გამრავლებისთვის გამოდგება. თუმცა, თუ ახალგაზრდობაში მათი წინააღმდეგობრივი ბუნება მაინც დაჯაბნის აკრძალვებსა და სტერეოტიპებს, ადამიანები, “ცხოვრებისეული გზით” 4, მთელი არსებით ეშვებიან განცხრომაში და შეუძლიათ მოსინჯონ არა მარტო ყველანაირი ინტიმური ურთიერთობა, არამედ უამრავი პარტნიორიც. თუმცა, ერთხელაც რომ განიცადონ იმედგაცრუება, მაშინვე უბრუნდებიან იმ სტერეოტიპს, რომელიც მათ მშობლებისგან შთამომავლობით ერგოთ, ანუ ხდებიან კონსერვატიულები და მკაცრად აქვთ განსაზღვრული სექსის დოზები. როგორც წესი, “ოთხიანები” გარეგნულად სექსუალურობით არ გამოირჩევიან.скачать dle 10.5фильмы бесплатно

loading...



  • კომენტარების რაოდენობა: 0
  • ნახვადობა: 3068

სიახლის სანახავად დააჭირეთ Like