» როგორ უნდა განიცადოთ ორმაგი ორგაზმი?

როგორ უნდა განიცადოთ ორმაგი ორგაზმი?


როგორ უნდა განიცადოთ ორმაგი ორგაზმი?
loading...

კაცობრიობა 21-ე საუკუნეში კვლავ უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას: ანაზღაურებისა და სახლის სამუშაოს შესრულების კუთხით ორ სქესს შორის უთანასწორობა არსებობს და მას კიდევ ერთი, უმთავრესი პრობლემა ემატება: ორგაზმთან დაკავშირებული უთანასწორობა.

ქალების უმრავლესობას სტანდარტული სექსის დროს ორგაზმის განცდა არ შეუძლია, მათ კი, ვინც ბუნებამ ამ უნარით დააჯილდოვა, მამაკაცები საკმარის შანსს უბრალოდ არ აძლევენ. სტატისტიკურად დადგენილია, რომ ორგაზმის მისაღწევად ქალებს 13 წუთით მეტი დრო სჭირდებათ, ვიდრე — კაცებს. დაგვეთანხმები, ამ შემთხვევაში 13 წუთი მართლაც დიდხნიანი ინტერვალია!

ორგაზმთან დაკავშირებული უთანასწორობა ქალისა და მამაკაცის განსხვავებული ფიზიოლოგიითაა გამოწვეული. თუმცა ეს პრობლემა სავსებით მოგვარებადია:

სექსოლოგები ორივე მხარეს ერთსა და იმავეს ურჩევენ: „ნუ აჩქარდებით!” უშუალოდ სქესობრივი აქტისკენ სწრაფვა კონცენტრირების საშუალებას არ იძლევა და ადამიანის ტვინი სიამოვნებას ბოლომდე ვერ შეიგრძნობს. პენეტრაცია ყოველთვის კლიტორულ ორგაზმს უნდა მოჰყვეს — ეს ერთადერთი გზაა ქალისათვის სიამოვნების მისანიჭებლად.

თუმცა სექსოლოგების რჩევა — „ნუ აჩქარდებით!” ყველა ასპექტს ეხება, მათ შორის განმეორებით სესიასაც: აჩქარება არც ამ შემთხვევაში ღირს. სასურველია, ადამიანმა სექსის დროს გონება ისე განაწყოს, რომ მიზანი, დასრულებაზე მეტად,

შედეგი იყოს. აღმოჩნდა, რომ რეფრაქტორული, ანუ უკიდურესი აღგზნების, პერიოდის გახანგრძლივება არა მხოლოდ უკეთესი ორგაზმის, არამედ უკეთესი ურთიერთობის გარანტიაცაა: სწორედ ეს დროა საუკეთესო იმისთვის, რომ შენს პარტნიორს შენი შეგრძნებების შესახებ მიანიშნო, ამით მას შენი ეროგენული ზონების მოძებნაში დაეხმარები. ეროგენული წერტილები მთელ სხეულზეა გაბნეული, თანაც ყველა ადამიანს ისინი განსხვავებულ ადგილებზე აქვს. მათი აღმოჩენა კი ორივე პარტნიორში აძლიერებს სექსის სურვილს. ამიტომაც, სრულფასოვანი ორგაზმის მისაღწევად მაქსიმალურად უნდა დამშვიდდე და გონება მთლიანად ყოველი წუთით დატკბობისკენ მიმართო: „მიღწევის” ან „შესრულების” მაგივრად, უშუალოდ კონკრეტულ მომენტებში განცდილ შეგრძნებებზე უნდა ფოკუსირდე.

ადამიანებს ხშირად ისიც ავიწყდებათ, რომ სექსუალური გამოცდილების გაუმჯობესება ყველა სხვა შეგრძნებაზე ზემოქმედებითაც შესაძლებელია: რომანტიკული სანთლები მხოლოდ რომანტიკული ხრიკი არ არის — სპეციფიკური სუნი და სანთლის შუქი საგრძნობლად ინტიმურ გარემოს ქმნის, რაც საბოლოოდ სექსის ხარისხის გაუმჯობესებაზე აისახება. დამატებითი ბენეფიტები შეიძლება ასევე დაბალ ხმაზე ჩართული მუსიკა და სხვადასხვა არომატის მქონე ლუბრიკანტებიც იყოს.

საბოლოოდ კი, ახალი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ რომანტიკულ ურთიერთობაში სექსი მართლაც გადამწყვეტია! დამტკიცებულია, რომ როდესაც ქალი ორგაზმს მამაკაცზე მეტჯერ განიცდის, ასეთი წყვილების ურთიერთობა ყველაზე მტკიცე და ხანგრძლივია.скачать dle 10.5фильмы бесплатно

loading...



  • კომენტარების რაოდენობა: 0
  • ნახვადობა: 7516

სიახლის სანახავად დააჭირეთ Like