» რატომ არ აქვთ გოგონებს ქორწინებამდე სექსი – ქართველი ბიჭების პასუხები

რატომ არ აქვთ გოგონებს ქორწინებამდე სექსი – ქართველი ბიჭების პასუხები


რატომ არ აქვთ გოგონებს ქორწინებამდე სექსი – ქართველი ბიჭების პასუხები
loading...

გიორგი მ., 28 წლის:
– თუ გოგოს, მაგალითად, 26 წლის ასაკში არ აქვს სქესობრივი ცხოვრება ამის მიზეზი ორი რამ შეიძლება იყოს – ერთი, პრინციპი და მეორე – გარემოებების გათვალისწინებით, რაღაცაზე უარის თქმა. პრინციპი გამოიხატება გადაწყვეტილებაში, ეს მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მამაკათან გააკეთოს, რომელშიც დარწმუნებული იქნება. ამასთან, ეს აბსოლუტურად გააზრებული გადაწყვეტილებაა, რომელიც არ გამომდინარეობს საზოგადოებრივი სტერეოტიპებიდან ან რელიგიური დოგმებიდან, ეს მისი, როგორც დამოუკიდებელი ადამიანის, არჩევანია. მნიშვნელობა არ აქვს, ამ მამაკაცთან ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმების შემდეგ სურს ამის გაკეთება თუ მანამდე. ასეთ დროს გოგოს შემთხვევითი არჩევანით კი არა, გააზრებული არჩევანით უნდა ამის გაკეთება. და თუ ჯერ კიდევ არ აქვს სქესობრივი ცხოვრება, ეს იმას ნიშნავს, რომ არ შეხვედრია შესაფერის მამაკაცს.

მეორე შემთხვევაში, სექსზე სოციუმის გავლენით ამბობს უარს, რათა შემდეგ მასზე საზოგადოებამ და, პირველ ყოვლისა, იმ მამაკაცმა არ შეიქმნას არასწორი წარმოდგენა, ვისათანაც ამას გააკეთებს. რას იტყვის ის, რას იტყვის ხალხი?!… ეს უფრო მძიმე შემთხვევაა, რადგან წარმოიქმნება მთლი რიგი სტრესებისა, რაც მისგან დამოუკიდებლად მოდის. ქალიც ხომ ბიოლოგიური არსებაა, რომელსაც აქვს ვნებები, ბიოლოგიური მოთხოვნილებები და მას ეს სჭირდება. ამ შემთხვევაში, იმიტომ კი არ ამბობს სექსზე უარს, რომ რაიმე პრინციპი აქვს, არამედ იმიტომ, რომ სურვილი აქვს, მაგრამ ვერ დგამს პირველ ნაბიჯს.

როგორია შენთვის ქალი, რომელსაც სექსი მხოლოდ საყვარელ მამაკაცთან აქვს და ქალი, რომელიც (ქართველი მამაკაცების ნაწილის მსგავსად) ხშირად იცვლის პარტნიორებს? უწოდებ თუ არა “ბოზს” რომელიმე ამ კატეგორიას?
– ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას, მნიშვნელოვანია ქალის ასაკის გათვალისწინება.
მე ახლა 28 წლის ვარ, ჩემი სქესობრივი აღმოჩენების პერიოდი, ვგულისხმობ, როდესაც ძალიან აქტიურად დავიწყე რაღაცების აღმოჩენა, იყო 22-დან 24 წლამდე. ქალსაც შეიძლება ანალოგიური ცხოვრება ჰქონდეს…
გოგო, რომელიც, მაგალითად, მიდის ბარში, იცნობს პიველივე შემხვედრ მამაკაცს და მასთან იმავე ღამეს აქვს სექსი, ანუ დღეს ერთთანაა, ხვალ მეორესთან, ზეგ მესამესთან და ა.შ, ანუ გოგო, ან თუნდაც ბიჭი, რომელსაც სურს, ასეთი ცხოვრების წესი ჰქონდეს მუდმივად, ჩემთვის არის “ბოზი”. მაგრამ თუ ასეთი ცხოვრების წესი მისთვის უბრალოდ დროებითი მოვლენა და გადასალახი პერიოდია (სექსუალური აღმოჩენების პერიოდი), ასეთ ადამიანს ვერ ვუწოდებ “ბოზს”. რაც შეეხება ქალს, რომელსაც საყვარელ მამაკაცთან აქვს სექსი, ანუ ჰყავს ერთი მუდმივი პარტნიორი, რა უნდა ვთქვა ასეთ ქალზე, ეს სავსებით ნორმალური და მისაღებია ჩემთვის.

უნდა უთხრას თუ არა მშობლებს ტრადიციულ ოჯახში გაზრდილმა გოგომ, რომ თავისუფალი სქესობრივი ცხოვრება აქვს?

ნიკა დ,. 29 წლის:
– გააჩნია, როგორი ურთიერთობა გაქვს მშობლებთან, რამდენად მეგობრული, გახსნილი… შეგიძლია ეს დაქალს უთხრა, შეიძლება ასევე გაგიჩნდეს სურვილი, რომ დედასაც უთხრა, რადგან ეს ძალიან დიდი ემოციაა, სულ სხვა სამყაროა და ვიღაცისთვის ამის გაზიარება გჭირდება. მაგრამ თუ მშობლები გზრდიდნენ ტრადიციული და კონსერვატიული ღირებულებებით, რა თქმა უნდა, ჯობია, რომ არ უთხრა, რადგან ეს მათთვის ტრაგედია იქნება. ასევე გააჩნია, რამდენი წლისაა გოგო. თუ სქესობრივ ცხოვრებას 18 წლამდე ასაკში იწყებს, ანუ მაშინ, როდესაც დამოუკიდებელი არ არის, ბიოლოგიურ-მენტალური თვალსაზრისით ჩამოუყალიბებელია, აჯობებს ამის შესახებ დედამ მაინც იცოდეს – სამწუხაროდ, ჩვენი განათლების სისტემა იმ საფრთხეებზე, რომელიც ნაადრევ სქესობრივ ცხოვრებას ახლავს (ვენერიული დაავადებები, არასასურველი ორსულობა) საკმარის წარმოდგენას არ იძლევა.
რაც შეეხება ზრდასრულ ასაკში სქესობრივ ცხოვრებას, მშობლებთან ამაზე ლაპარაკი თავად ურთიერთობაზეა დამოკიდებული, ცხადია, ამის ვალდებულება არ გაქვს.

როგორი რეაქცია გექნება თუ ქორწინების შემდეგ აღმოაჩენ, რომ ის ქალიშვილი არაა?

ირაკლი ლ, 25 წლის:

– არ ვფიქრობ, რომ საყვარელ ქალთან სქესობრივი ცხოვრების მაინცდამაინც ქორწინების შემდეგ დაწყება კარგია რამეა. სექსი თანაცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც ურთიერთობას დიდწილად განსაზღვრავს. შეიძლება ხასიათებით წყვილი იდეალურად იყოს შერწყმული, მაგრამ ბიოლოგიური შეუთავსებლობა დიდ პრობლემებს წარმოშობს. ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს. ამიტომ არ მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი ქორწინების შემდეგ უნდა შეამოწმო, ეს მანამდე უნდა გააკეთო. რა თქმა უნდა, როდესაც გიყვარს და ადამიანი ძვირფასია, შესაძლებელია რაღაცებზე მუშაობა, რაღაცის გამოსწორება, მაგრამ თუკი გავიდა 2-3-4 თვე და ორივე ხვდებით, რომ არაფერი გამოდის, შედეგიც ლოგიკური იქნება. ეს ერთობლივად მისაღები გადაწყვეტილებაა.

ალბათ არ შემიყვარდება გოგო, რომელიც სქესობრივ პარტნიორებს ხშირად იცვლიდა და ხანგრძლივი დროის განმავლობაში არასტაბილური ურთიერთობები ჰქონდა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ასეთი ადამიანი ჩემთვის სანდო არ არის. მაგრამ თუ გოგოს ვიღაც უყვარდა და მასთან ჰქონდა სექსი, ეს ჩემთვის პრობლემა არაა.

26 წლის ხარ და ჯერ კიდევ არ დაგიწყია სქესობრივი ცხოვრება… რატომ?

ნანა კ,:

– ვიცი, რომ ქართველი გოგონების უმრავლესობას ამაში ხელს რელიგია და ტრადიციები უშლის, თუმცა ჩემს შემთხვევაში მიზეზი ეს არ არის. მიფიქრია იმაზე, რომ მყოლოდა “ბოიფრენდი” და მასთან ერთად მეცხოვრა. არ მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა იქორწინო და მერე დაიწყო სქესობრივი ცხოვრება. მთავარი მიზეზი არის ის, რომ ამ დროის განმავლობაში იმდენად ხანგრძლივი ურთიერთობა არ მქონია, საქმე სექსამდე მისულიყო. ალბათ ეს ურთიერთობის ხანგრძლივობაზეც არაა დამოკიდებული, მაგრამ მაინც ძნელია ორკვირიანი ურთიერთობის შემდეგ გადადგა პირველად ეს ნაბიჯი. მნიშვნელოვანი უნდა იყოს ეს ადამიანი ჩემთვის, რომ ამგვარ ინტიმურ სიახლოვეზე დავთანხმდე… შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ, ჩემი ურთიერთობების მაქსიმალური ხანგრძლივობა ერთ თვეა…

შემხვედრია მამაკაცები, რომლებიც ამბობენ, რომ 25-28 წლის გოგოს თუკი ჯერ კიდევ არ ყოლია შეყვარებული, ან არ ჰქონია სერიოზული ურთიერთობა, პრობლემა მასშია… არ გიფიქრია, რომ პეობლემა შენშია?

– მე არ ვიზიარებ მაგ მოსაზრებას. არაერთ მამაკაცთან მქონია ურთიერთობა, თუმცა მათგან, სამწუხაროდ, არცერთი აღმოჩნდა ჩემზე ძლიერი, საკუთარ გრძნობებში გარკვეული და ისეთი, ზუსტად რომ სცოდნოდა, რა სურდა ამ ცხოვრებისგან…

შეიძლება თავიდან ყველაფერი კარგად იყოს, მაგრამ მოულოდნელად ისეთმა უარყოფითმა ადამიანურმა ფაქტორმა იჩინოს თავი, ურთიერთობის გაგრძელების სურვილი საერთოდ გაგიქრეს. ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პიროვნებას და მის მიმართ გრძნობას. მე მინდა რომ მიყვარდეს, მე არ მინდა სექსი მხოლოდ სექსისთვის. შეიძლება მხოლოდ ერთი ღამე გავატაროთ ერთად და მერე აღარც გაგრძელდეს ურთიერთობა, მაგრამ მინდა, რომ იმ მომენტში მაინც ვიცოდე, რომ მიყვარს, იმასაც ვუყვარვარ და ამიტომ გვაქვს სექსი. მინდა, რომ ჩვენს ურთიერთობაში რაღაც სხულზე მეტი იყოს. შეიძლება ეს არ არის ნორმალური, მაგრამ ასეა. ყოფილა შემთხვევა, რომ ბოლო მომენტში გადამიფიქრებია. მინდა ჩემს თავს იმდენად ვცე პატივი, რომ ამ პრინციპს არ გადავაბიჯო. თუ შემიყვარდება, სექსზე უარს არ ვიტყვი და არაფერზე ვიფიქრებ გრძნობების გარდა…

სოფია კრავჩენკოскачать dle 10.5фильмы бесплатно

loading...



  • კომენტარების რაოდენობა: 0
  • ნახვადობა: 13526