» რატომ არის ჩხუბის შემდეგ სექსი საშიში – ეს ყველა წყვილმა უნდა იცოდეს

რატომ არის ჩხუბის შემდეგ სექსი საშიში – ეს ყველა წყვილმა უნდა იცოდეს


რატომ არის ჩხუბის შემდეგ სექსი საშიში – ეს ყველა წყვილმა უნდა იცოდეს
loading...

ვნებიანი და ემოციური სექსი, ჩხუბისგან გამოწვეული ერთადერთი სასიამოვნო პროცესია. მაგრამ თუ ამას პრობლემის გადაჭრამდე გააკეთებთ, არც თუ სახარბიელო გამოვა. ეგრეთწოდებული შემრიგებლური სექსით, მხოლოდ პრობლემის გადაწყვეტის შემდეგ უნდა დაკავდეთ, რათა მიუხედავად ყველაფრისა ერთმანეთის მიმართ სიყვარული დაამტკიცოთ.

თუმცა არსებობს სხვა ნიუანსებიც, რომლებსაც შემდეგ 5 პუნქტში მოგახსენებთ:

1. მეუღლეზე ჯერ კიდევ განაწყენებული ხართ

სექსისას სიბრაზე, ინტიმურობისგან ძალიან შორს დგას და ეს ადამიანებს ერთმანეთთან არ აახლოვებს. ხანდახან ადამიანს ჰგონია, რომ სექსი გამოსავალია და წყენას გააქარწყლებს, მაგრამ სისულელეა. თუ პრობლემას არ განიხილავთ და მაშინვე სექსზე გადადიხართ, მდგომარეობას აუარესებთ,
გამოუთქმელი გრძნობები გროვდება რასაც ხშირად ძალიან ცუდი შედეგი მოჰყვება.

2. საუბარს რომ გაექცეთ, სექსს იყენებთ

თუ სექსს პრობლემისგან თავის დასაღწევად მიმართავთ, ამით ინტიმურობის განცდას ახშობთ, სექსის ბოლოს მხოლოდ მწუხარების, უსუსრობისა და მარტოობის განცდა გრჩებათ. მხოლოდ სიბრაზესა და კამათთან ასოცირდება.

3. შემრიგებლურ სექსს პარტნიორებისთვის სხვადასხვა დანიშნულება აქვს

შესაძლოა, თქვენმა ქმარმა იფიქროს, რომ ყველაფერი აპატიეთ ან ყველაფრის ახლიდან დაწყება გსურთ, სწორედ ამიტომ უნდა აუხსნათ თუ ასე არ არის. სექსის დანიშნულების ორივეს ერთნაირად უნდა გესმოდეთ. ჯანსაღ ურთიერთობაში სექსით მანიპულირება დაუშვებელია.

4. სექსით მხოლოდ შერიგების გამო კავდებით

თუ სექსით მხოლოდ მაშინ კავდებით, როცა კონფლიქტი ჩნდება, ეს ყველა მხრივ არასწორი არჩევანია.

5. მამაკაცის შესაჩერებლად, კამათის შემდეგ სექსით კავდებით

ეს ის გავრცელებული მეთოდია, როცა კამათის შემდეგ, ერთ-ერთი პარტნიორიდან რომელიმე ფიქრობს, რომ ჩხუბი მეორის წასვლის მიზეზი გახდება. თუ პარტნიორს წასვლა ნამდვილად აქვს გადაწყვეტილი, ეს მას მხოლოდ დროებით შეაჩერებს.

ნაოკო ვატანაბეскачать dle 10.5фильмы бесплатно

loading...



  • კომენტარების რაოდენობა: 0
  • ნახვადობა: 2306

სიახლის სანახავად დააჭირეთ Like